აშშ-ის სახაზინო მდივანი სკოტ ბესენტი აცხადებს, რომ აშშ-მა და ჩინეთმა სავაჭრო ომის დეესკალაციის მიზნით ჟენევაში გამართულ მოლაპარაკებებში "მნიშვნელოვან პროგრესს" მიაღწიეს. საქმე ის არის, რომ ბესენტი და ჩინეთს ვიცეპრემიერი გასულ უქმეებზე დახურულ კარს მიღმა აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს.
აშშ-ს სახაზინო მდივანს არ დაუკონკრეტებია, რაზე შეთანხმდნენ მხარეები, თუმცა, განაცხადა, რომ დეტალებს ორშაბათს გამოაცხადებენ, ტრამპი კი ამის შესახებ უკვე ინფორმირებულია.
მოლაპარაკებების შედეგებზე კომენტარი გააკეთა აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელმა, ჯემისონ გრირმაც. მან ორდღიან შეხვედრებს კონსტრუქციული უწოდა.
„მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რამდენად სწრაფად შევძელით შეთანხმების მიღწევა, რაც ასახავს იმას, რომ შესაძლოა განსხვავებები არც ისე დიდი იყო, როგორც შეიძლება გვეგონა. ამის მიუხედავად, ამ ორ დღეში დიდი სამუშაო ჩატარდა. უბრალოდ გაიხსენეთ, რატომ ვართ აქ თავიდანვე - შეერთებულ შტატებს აქვს 1.2 ტრილიონი დოლარის სავაჭრო დეფიციტი, ამიტომ პრეზიდენტმა გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა და დააწესა ტარიფები და დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენს ჩინელ პარტნიორებთან მიღწეული შეთანხმება დაგვეხმარება ამ საგანგებო მდგომარეობის მოგვარებაში", - განაცხადა გრირმა.
ცნობისთვის, გუშინ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მიმდინარე მოლაპარაკებები ორ ქვეყანას შორის კავშირების სრულ გადატვირთვას მოახდენდა.




























