მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის სახაზინო ობლიგაციების შემოსავლიანობები იზრდება - მიმოხილვა

GSS+

აშშ-ის სახაზინო ობლიგაციების შემოსავლიანობები იზრდება გუშინდელი დღის შიდა ვარდნის შემდეგ აღდგენის ნიშნით. ინვესტორები ელოდებიან ივნისის აშშ-ის საგარეო სავაჭრო ბალანსს, რომელიც სავარაუდოდ, აჩვენებს დეფიციტის შემცირებას წინა თვესთან შედარებით.

ობლიგაციების ბაზრის მიმოხილვას "თიბისი კაპიტალი" აქვეყნებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ 10-წლიანი სახაზინო ობლიგაციის შემოსავლიანობა გაიზარდა ხუთი საბაზო პუნქტით 3.84%-მდე, 30-წლიანი ობლიგაციის შემოსავლიანობა გაიზარდა სამი საბაზისო პუნქტით 4.10%-მდე, ხოლო 2-წლიანი ობლიგაციის შემოსავლიანობა, რომელიც უფრო მგრძნობიარეა მონეტარული პოლიტიკის ცვლილებების მიმართ, გაიზარდა ოთხი საბაზო პუნქტით 3.96%-მდე.

გარდა ამისა, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტიო აპირებს $46 მილიარდის 52-კვირიანი ობლიგაციების, $75 მილიარდის 42-დღიანი მართვის ობლიგაციების და $56 მილიარდის სამწლიანი ობლიგაციების გამოშვებას.

რაც შეეხება ევროზონის ობლიგაციების შემოსავლიანობებს, რომლებმაც ახლახან შვიდთვიან მინიმუმს მიაღწია, ის ოდნავ გაიზარდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის ძლიერი მომსახურების მონაცემებმა შეამცირა რეცესიის შიშები.

გერმანიის 10-წლიანი ობლიგაციის შემოსავლიანობა კ გაიზარდა 1 საბაზო პუნქტით 2.191%-მდე, აღდგენის ნიშნით კვირის დასაწყისში დაფიქსირებული 2.074%-ის დაბალიდან. ეს ზრდა მოჰყვა აშშ-ის მომსახურების დასაქმების მოულოდნელ ზრდას და ფედერალური რეზერვის საპროცენტო განაკვეთის შემცირების მოლოდინის ცვლილებას 130 საბაზო პუნქტიდან 112 bps-მდე. ანალოგიურად, ევროპის ცენტრალური ბანკის საპროცენტო განაკვეთის შემცირების მოლოდინიც შემცირდა 90 bps-დან 68 bps-მდე, რაც მიუთითებს რამდენიმე 25 bp შემცირებას უფრო მაღალ ალბათობაზე.

გლობალური ბაზრების ტენდენციების შესახებ კი, "თიბისი კაპიტალის" მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ ბოლო კვირის განმავლობაში ზრდა დაფიქსირდა, რაც GAGCMVU ინდექსის 8.61%-იანი კლებით დასტურდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები