მიმდინარე წლის ოქტომბერში, 266.7 მლნ ლარის სახაზინო ობლიგაციები და 40 მლნ ლარის სახაზინო ვალდებულებები გაიყიდა. ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიმოხილვაშია აღნიშნული.
საინვესტიციო ბანკი მიუთითებს, რომ თვის ჭრილში, საპროცენტო განაკვეთები ყველა ინსტრუმენტზე შემცირდა.
10-წლიან ობლიგაციებზე საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 8.385% შეადგინა, 5 წლიან ობლიგაციებზე - 8.353%, 2 წლიაზე - 8.351%, 1 წლიანზე - 7.695%, ხოლო 6 თვიან ინსტრუმენტებზე - 7.790%.
ამასთან, ოქტომბერში არარეზიდენტების მიერ ქართული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ფლობამ იკლო და თვის ჭრილში 10.1%-ით შემცირების შედეგად 287 მლნ ლარი შეადგინა. ეს მას შემდეგ, რაც სექტემბერში მაჩვენებელი აგვისტოთან შედარებით 4%-ით გაიზარდა. საბოლოოდ, სექტემბრის მდგომარეობით, არარეზიდენტების მფლობელობაში სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების 3.1%-ია, რაც 0.4 პროცენტული პუნქტით ნაკლებია აგვისტოსთან შედარებით.
რაც შეეხება რეგიონის სუვერენული ევრობონდების ბაზრებს, სარგებლის განაკვეთის ზრდა გამოიკვეთა საქართველოსა და თუქეთში. საქართველოში მკვეთრი, 94.1 საბაზისო პუნქტით ზრდა დაფიქსირდა. მიმოხილვის მიხედვით, ქართულ კორპორატიულ ევროობლიგაციების ბაზარზე ყველა ევრობონდის განაკვეთი გაიზარდა.