მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის სახელმწიფო ენა ინგლისური ოფიციალურად გახდა

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლის თანახმადაც ინგლისური ენა შტატების ოფიციალურ ენად გამოცხადდა. გამოდის, პირველად ამერიკის ისტორიაში, ქვეყანას ოფიციალური ენა ექნება.

ბრძანების მიხედვით, სამთავრობო უწყებებსა და ორგანიზაციებს შესაძლებლობა აქვთ აირჩიონ, გააგრძელონ არაინგლისურენოვანი მოსახლეობისთვის დოკუმენტების და სერვისების შეთავაზება სხვა ენებზეც თუ არა. ეს ჩანაწერი აუქმებს 2000 წელს, პრეზიდენტ ბილ კლინტონის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც სახელმწიფო დაფინანსების მიმღებ უწყებებს ჰქონდათ ვალდებულება, რომ არაინგლისურენოვანი მოსახლეობისთვის სხვა ენაზეც გაეწიათ მომსახურება.

„ინგლისურის ოფიციალურ ენად დამკვიდრება არა მხოლოდ გაამარტივებს კომუნიკაციას, არამედ გააძლიერებს საერთო ეროვნულ ღირებულებებს და შექმნის უფრო შეკრულ და ეფექტურ საზოგადოებას“, - ნათქვამია ბრძანებაში, რომელშიც ხაზგასმულია, რომ ეს გადაწყვეტილება ახალბედა ამერიკელებს წაახალისებს, ისაუბრონ ინგლისურად.

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე 30-ზე მეტ შტატს ინგლისური ოფიციალურ ენად აქამდეც ჰქონდა გამოცხადებული. ფედერალურ დონეზე კი, მსგავსი გადაწყვეტილება არავის მიუღია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები