მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კანადამ აშშ-ს საპასუხო 50%-იანი ტარიფები დაუწესა

აშშ კანადა

ვაშინგტონში გამართული სავაჭრო მოლაპარაკებების ჩაშლისა და ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული ტარიფების შემდეგ, კანადამ ამერიკულ პროდუქციაზე 50%-მდე საპასუხო ტარიფები დააწესა.

როგორც ირკვევა, 8 სექტემბრიდან ოტავა 700-მდე დასახელების ამერიკულ საქონელზე 15, 25 და 50%-იან ტარიფებს აამოქმედებს. ყველაზე მასშტაბური გადაწყვეტილება ამერიკულ ფოლადსა და ალუმინზე ტარიფის გაორმაგება და 50 პროცენტამდე გაზრდაა.

ახალი კანადური მოსაკრებლები შეერთებული შტატებიდან ყოველწლიურად იმპორტირებულ $20 მილიარდის ღირებულების პროდუქციას ფარავს, რაც ზუსტად შეესაბამება ამერიკული ტარიფების ქვეშ მოყოლილი კანადური ექსპორტის მოცულობას.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ განაცხადა, რომ კანადა ამერიკულ ტარიფებს დოლარს დოლარზე პრინციპით უპასუხებს, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი ადგილობრივი მომხმარებლისთვის ფასებს გაზრდის და არჩევანს შეამცირებს.

სავაჭრო მოლაპარაკებებში უთანხმოების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ავტომობილებზე დაწესებული 25-პროცენტიანი ტარიფი გახდა. კანადის ინდუსტრიის მინისტრმა, მელანი ჟოლიმ განაცხადა, რომ სიაში შემავალი ზოგიერთი საქონელი სპეციალურად შეირჩა იმ შტატების მიზანში მოსახვედრად, სადაც ამომრჩეველმა მხარი დონალდ ტრამპს დაუჭირა. ამასთან, კანადის მთავრობამ გამოაცხადა ეროვნული ინდუსტრიის მხარდამჭერი პროგრამები, რომლებიც პანდემიისდროინდელი შეღავათიანი სესხების მოდელს ეფუძნება და რომელთა დაფარვაც ტრამპის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე არ მოითხოვება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები