მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის სანქციების საპასუხოდ, ჩინეთმა გრაფიტის ექსპორტი შეზღუდა

ჩინეთი

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ჩინეთის წინააღმდეგ დაწესებული ახალი სანქციების გამო, ოფიციალურმა პეკინმა საპასუხო ზომა მიიღო და გრაფიტის ექსპორტი შეზღუდვა.

საექსპორტო კონტროლი განსაკუთრებით გამკაცრდება იმ ინდუსტრიულ ნედლეულზე, რომელიც ელექტრომობილების ბატარეების წარმოებაში აქტიურად გამოიყენება. ზოგადად, გრაფიტი ბატარეის ქიმიურ შემადგენლობაში ყველაზე დიდ ადგილს იკავებს და ყოველი ელექტრომობილი დაახლოებით 100 კილოგრამ რაფინირებულ გრაფიტს საჭიროებს.

2018 წლიდან მოყოლებული, მსოფლიოს მასშტაბით გრაფიტზე მოთხოვნა 250%-ითაა გაზრდილი, თუმცა აქ გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ გლობალურად წარმოებული გრაფიტის უდიდესი ნაწილი ჩინეთზე მოდის, რომელიც უმსხვილესი ექსპორტიორია.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე კვირას აშშ-მა ჩინეთში ხელოვნურ ინტელექტზე ფოკუსირებული ჩიპების ექსპორტი შეზღუდა.