მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას კლიმატის გრანტების გაუქმება აუკრძალა

უსა

აშშ-ის სასამართლომ ქვეყნის გარემოს დაცვის სააგენტოს დროებით აუკრძალა ტრამპის ადმინისტრაციის დავალებით, ბენეფიციარებისთვის იმ გრანტების გაუქმება, რომლებიც ჯო ბაიდენის პრეზიდენტობისას კლიმატის დაფინანსების $20-მილიარდიანი პროგრამის ფარგლებში გამოიყო.

ვაშინგტონის საოლქო მოსამართლემ დროებითი შემაკავებელი ორდერი გამოუწერა გარემოს დაცვის სააგენტოს, რომელიც კლიმატის დამცველი სამი non-profit ორგანიზაციისთვის დაფინანსების გაუქმებას და Citibank-ის ანგარიშებზე უკვე განთავსებული გრანტების გაცემის აკრძალვას აპირებდა.

აღნიშნული გრანტები გარემოს დაცვის სააგენტოს ადმინისტრატორის, ლი ზელდინის კამპანიის ფარგლებში გაუქმდა. დაფინანსება სათბურის აირების შემცირების აქტის ქვეშ გამოიცა და კონგრესის მხარდაჭერა 2022 წელს მიიღო, როგორც ბაიდენის ინფლაციის შემცირების აქტის პროგრამამ. ზელდინი ამტკიცებს, რომ პროგრამა სააგენტოს პრიორიტეტებთან თანხვედრაში არ არის, რის მიზეზადაც თაღლითობისა და ფულის გაფლანგვის პოტენციური შემთხვევები დაასახელა. სააგენტოს ინფორმაციით, კლიმატის პროექტების დაფინანსების საქმეს FBI და იუსტიციის დეპარტამენტიც იძიებენ.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, გარემოს დაცვის სააგენტომ არ გადადგა საჭირო ნაბიჯები და ორგანიზაცია Climate United-ისთვის, Coalition for Green Capital-ისა და Power Forward Communities-სთვის თითქმის $14-მილიარდიანი გრანტის გაუქმება კანონისთვის გვერდის ავლით მოინდომა. განჩინებაში აღნიშნულია, რომ სააგენტომ ვერ წარმოადგინა მყარი მტკიცებულებები, საკუთარი გადაწყვეტილების გასამყარებლად.

ზელდინი აცხადებს, რომ არ გაჩერდება, ვიდრე გრანტები ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინას არ დაუბრუნდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები