მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის სავაჭრო დეფიციტი $105.6 მილიარდამდე გაიზარდა

აშშ

აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის მონაცემებით, აგვისტოში ქვეყნის სავაჭრო დეფიციტი 13.7%-ით, $105.6 მილიარდამდე გაიზარდა.

აღნიშნული მაჩვენებელი 2025 წლის მარტის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე მასშტაბური სავაჭრო დისბალანსია, რაც ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ $102-მილიარდიან მოლოდინს მნიშვნელოვნად აღემატება და სრულ აცდენაშია პრეზიდენტ ტრამპის ერთ-ერთ მთავარ დაპირებასთან, რაც დეფიციტის შემცირებას მოიაზრებდა.

სავაჭრო დეფიციტის გაღრმავება იმაზე მიუთითებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უფრო მეტი მოცულობის პროდუქციის და სერვისების იმპორტს ახორციელებს, ვიდრე მას თავად გააქვს ექსპორტზე. თავისი არსით, დეფიციტი ეკონომიკისთვის ცუდი არ არის, პრეზიდენტი ტრამპი ცდილობს სავაჭრო ტარიფების დაწესებით ეს დეფიციტი ხელოვნურად შეამციროს.

რაც შეეხება მაკროეკონომიკურ მოლოდინებს, აგვისტოს დისბალანსის ფონზე, საინვესტიციო ბანკმა Goldman Sachs-მა მესამე კვარტალის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3.1%-მდე შეამცირა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები