მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ-ის საზღვაო ბლოკადა ირანს ყოველდღიურად ნახევარი მილიარდი უჯდება

ირანული ნავთობი

აშშ-ის მიერ ჰორმუზის სრუტეში ირანული პორტების ბლოკირება თეირანს დღეში $435 მილიონის ეკონომიკურ ზიანს აყენებს. გავლენიანი ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ყოველთვიურად ეს დანაკარგი დაახლოებით $13 მილიარდს აღწევს. აღსანიშნავია, რომ ზარალის ძირითადი ნაწილი, კერძოდ $276 მილიონი, ნედლი ნავთობისა და ნავთობქიმიური პროდუქტების ექსპორტის შეჩერებაზე მოდის. არსებული პროგნოზით, შეზღუდვები ქვეყანაში ინფლაციის ზრდასა და სასურსათო პროდუქტების დეფიციტს გამოიწვევს.

შეგახსენებთ, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ირანული პორტების ბლოკირების გადაწყვეტილება მიზნად ირანის ფულადი ნაკადების მაქსიმალურ შეზღუდვასა და ენერგოვაჭრობის პარალიზებას ისახავს. ექსპერტების შეფასებით, საზღვაო ბლოკადა ხარგის კუნძულის დაკავების სამხედრო ოპერაციის იდენტურ შედეგს სახმელეთო ინტერვენციის გარეშე უზრუნველყოფს. ცნობისთვის, თეირანი ნავთობის ექსპორტის 90%-ზე მეტს სწორედ აღნიშნული კუნძულის მეშვეობით ახორციელებს.

როგორც მედია წერს, ამერიკული ბლოკადა ვაშინგტონის ხელში ზეწოლის ბერკეტი არამარტო ირანზე, არამედ ჩინეთზეცაა, რადგან პეკინი ენერგეტიკული რესურსების იმპორტის ნახევარს სწორედ ჰორმუზის სრუტით იღებს. ექსპერტთა აზრით, ენერგომიწოდების შეფერხება ჩინეთის ხელისუფლებას აიძულებს, ირანულ მხარეზე ზეწოლა გაზარდოს და მოკავშირეს ამერიკასთან დაპირისპირების დიპლომატიურად გადაწყვეტა ურჩიოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები