აშშ-ის სენატის საბანკო კომიტეტის წევრმა, რესპუბლიკელმა კევინ კრამერმა Nvidia-ს გენერალური დირექტორის, ჯენსენ ჰუანგის გადადგომა მოითხოვა.
როგორც ირკვევა, სენატორის ეს მოთხოვნა ჰუანგის ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილ ბიზნესვუმენთან კავშირის გამჟღავნებას მოჰყვა. Politico-სთან ინტერვიუში კრამერმა განმარტა, რომ სტრატეგიული ჩიპების მწარმოებელი კომპანიის ხელმძღვანელის მსგავსი კავშირი შანტაჟისა და ქვეყნის უსაფრთხოების უდიდეს რისკს ქმნის.
The New York Times-ის მიერ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, Nvidia-ს დირექტორთა საბჭომ შიდა მოკვლევა დაიწყო. კომპანიაში განაცხადეს, რომ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისა თუ კომერციული საიდუმლოების დარღვევის საფრთხე არ შექმნილა.
მოგვიანებით ჯენსენ ჰუანგმა თანამშრომლებს მეუღლის ღალატი დაუდასტურა, თუმცა ურთიერთობის დეტალებზე არ უსაუბრია.
პარალელურად, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ საკითხს გამოძიების ფედერალური ბიუროც იკვლევს.
აღსანიშნავია ფაქტია, რომ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი გავრცელებულ ბრალდებებს უსაფუძვლო ცილისწამება უწოდა.
























