სენატში დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა განაცხადა, რომ დემოკრატები Nvidia-ს ხელმძღვანელის პოსტზე ჯენსენ ჰუანგის დაბრუნების გარემოებებს გამოიძიებენ.
შუმერის თქმით, პარტია სრულ უფლებამოსილებას გამოიყენებს, რათა ტრამპის ადმინისტრაციის, ასევე ჰუანგის, Nvidia-ს სხვა ხელმძღვანელებისა და ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ ეროვნული უსაფრთხოების დამაზიანებელი ნებისმიერი პირის შესაძლო გადაცდომები შეისწავლოს.
მან აღნიშნა, რომ ჰუანგის დაბრუნებაში ადმინისტრაციის გადაჭარბებული ჩართულობა კონგრესის შემდგომ საგამოძიებო მოქმედებას გარდაუვალს ხდის.
შეგახსენებთ, ნახევარგამტარების მწარმოებელმა და მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე ძვირადღირებულმა კომპანიამ, Nvidia-მ ჯენსენ ჰუანგი გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ორშაბათს დააბრუნა. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე და CNBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ჰუანგის პოსტზე დასაბრუნებლად თავად და მისი ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობდნენ.
ტრამპის განმარტებით, ის კომპანიის დირექტორთა საბჭოს პირდაპირ და არაპირდაპირ ესაუბრებოდა, რადგან საკითხს განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიიჩნევდა. ტრამპის თქმით, გენერალურმა პროკურორმა, ტოდ ბლანშმა დაადასტურა, რომ აშშ-ის მთავრობას ჰუანგის მხრიდან რაიმე უკანონო ქმედების ჩადენის მტკიცებულება არ გააჩნია.
ცნობისთვის, ჯენსენ ჰუანგმა გენერალური დირექტორის თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც დაზვერვის მიერ ჩინეთის აგენტად მიჩენულ ბიზნესმენ ელის ჰუანგთან პირადი ინტიმური ურთიერთობა აღიარა.
























