მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ-ის სენატმა სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე სკოტ ბესენტი დაამტკიცა

ბესეტი

შეერთებული შტატების სენატმა სახაზინო დეპარტამენტის პოსტზე სკოტ ბესენტის კანდიდატურა დაამტკიცა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

62 წლის ბესენტს არ აქვს მნიშვნელოვან პოლიტიკურ თანამდებობებზე მუშაობის გამოცდილება. ამჟამად ის ხელმძღვანელობს საინვესტიციო ფონდ Key Square Management-ს.

2011-დან 2015 წლამდე ის მთავარი საინვესტიციო დირექტორის თანამდებობას იკავებდა Soros Fund Management-ში. ეს არის ერთ-ერთ მთავარი საინვესტიციო მართვის ფონდი, რომელიც მაგნატმა ჯორჯ სოროსმა დააფუძნა. Soros Fund Management, სხვა პროექტებთან ერთად, აფინანსებდა „ღია საზოგადოების“ ფონდების (Open Society Foundations) ზოგიერთ პროექტს.

მედია წერს, რომ როგორც ჩანს, სკოტ ბესენტი იქნება ტრამპის ეკონომიკური დღის წესრიგის ძლიერი დამცველი, რომელიც მიზნად ისახავს გადასახადების შემცირებას და მკვეთრი ტარიფების დაწესებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები