მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ-ის სენატმა საშინაო უსაფრთხოების მინისტრად კრისტი ნოემი დაამტკიცა

კრისტი ნოემი

აშშ-ის სენატმა კრისტი ნოემი საშინაო უსაფრთხოების მდივნის თანამდებობაზე დაამტკიცა.

ნოემი სამხრეთ დაკოტის გუბერნატორია.

მის კანდიდატურას მხარი 59-მა სენატორმა დაუჭირა, 34 წინააღმდეგი იყო.

„უნდა დავიცვათ ჩვენი საზღვრები უკანონო ტრეფიკინგისა და იმიგრაციისგან. უნდა დავიცვათ ჩვენი კრიტიკული ინფრასტრუქტურა, რათა დავრწმუნდეთ, რომ დაცული ვართ კიბერთავდასხმებისგან, ვუპასუხოთ სტიქიურ უბედურებებს და ასევე დავიცვათ ქვეყანა ტერორიზმისგან“, – განაცხადა ნოემმა.

მისი თქმით, საზღვრის უსაფრთხოება „უმთავრესი პრიორიტეტია“.

ნოემი კურირებას გაუწევს აშშ-ის სასაზღვრო-საბაჟო სამსახურს, აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო კონტროლის სამსახურს, ასევე აშშ-ის მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამსახურს. გარდა ამისა, საშინაო უსაფრთხოების მინისტრი პასუხს აგებს ავიაგადაზიდვებზე, მაღალი რანგის პირების დაცვასა და სტიქიურ უბედურებებზე რეაგირებაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები