შეერთებული შტატების სენატმა უარყო არ მიიღო ორპარტიული ინიციატივა, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის ტარიფების დაბლოკვას ისახავდა მიზნად. სენატის გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა ფედერალური მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, 3 წელიწადში პირველად, აშშ-ის ეკონომიკა 0.3%-ით შემცირდა, ტრამპის სატარიფო პოლიტიკის ფონზე.
სენატში წარდგენილი რეზოლუცია მიზნად ისახავდა ტრამპის მიერ დაწესებული "საპასუხო", საბაზისო 10%-იანი, 57 სავაჭრო პარტნიორისთვის კი უფრო მაღალპროცენტიანი ტარიფების გაუქმებას.
Reuters-ის ცნობით, რეზოლუციამ 49 ხმა 49 ხმის წინააღმდეგ მიიღო, ორი სენატორი, რომლებსაც, როგორც ცნობილია, ინიციატივისთვის უნდა დაეჭირათ მხარი, სხდომას არ ესწრებოდა. მედიის ინფორმაციით, დემოკრატიულ პარტიას მხოლოდ 3 რესპუბლიკელი შეუერთდა ინიციატივის მხარდასაჭერად. ერთი კვირით ადრე კანადისთვის დაწესებული ტარიფების გასაუქმებლად დემოკრატთა ინიციატივას 4-მა რესპუბიკელმა დაუჭირა მხარი. ამჟამად სენატში რესპუბლიკელები უმრავლესობას 53/47 პროპორციით ფლობენ.
სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჯონ ტიუნმა კენჭისყრის გადადების ნაცვლად, ვიცე-პრეზიდენტი ჯეიდი ვანსი მოიწვია, რომლის ხმითაც სენატმა რეზოლუცია, 50 ხმით 49-ის წინააღმდეგ, არ მიიღო.




























