მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის სენატმა უკრაინისა და ისრაელის დახმარების კანონპროექტი დაბლოკა

აშშ სენატი

6 დეკემბერს აშშ-ის სენატში უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დაფინანსების შესახებ კანონპროექტის კენჭისყრა დაიბლოკა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, კანონპროექტმა სენატში გამართული პროცედურული კენჭისყრის დროს წინსვლისთვის საკმარისი ხმები ვერ მიიღო.

ხმების მიცემის შემდეგ, აღნიშნული კანონპროექტის მომხრე 49 ადამიანი იყო, წინააღმდეგი - 51, ამასთან, კანონპროექტის მიღებისთვის 60 სენატორის ხმა იყო საჭირო.

ინფორმაციისთვის: აღნიშნული კანონპროექტი $106 მილიარდის ოდენობით დამატებითი დაფინანსების გამოყოფას ითვალისწინებდა, საიდანაც $61 მილიარდი უკრაინის დახმარებისთვის იყო განკუთვნილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები