მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის შემდეგ, Tesla წუნდებულ ავტომობილებს ჩინეთიდანაც გამოიხმობს

tesla

მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ავტომწარმოებელი Tesla ჩინეთში გაყიდულ 1.6 მილიონ ავტომობილს უკან იწვევს. მიზეზი მანქანების წუნდებული კარებია, რომლებიც ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დამოუკიდებლად იღება და მძღოლსა და მგზავრებისთვის დაზიანებების მიღების რისკებს ზრდის. ხარვეზიანია ასევე Tesla-ს ციფრული საოპერაციო სისტემაც.

აღნიშნული შეეხება კომპანიის მიერ წარმოებულ S, X, 3 და Y მოდელებს და 7500-ზე მეტ იმპორტულ ავტომობილს, თუმცა მათ მფლობელებს ავტომობილების მიყვანა Tesla-ს სალონებში ფიზიკურად არ მოუწევთ, კომპანია ხარვეზებს პროგრამულად გაასწორებს.

ავტომწარმოებელმა საკუთარი პროდუქტი ერთი თვის წინ აშშ-შიც გაიწვია. საუბარია 2 მილიონ ავტომობილზე, რომლებსაც ავტოპილოტის რეჟიმში ხარვეზები უფიქსირდებოდა. კიდევ უფრო ადრე, გასული წლის ბოლოს, Tesla-მ 120 ათასი ავტომობილი კარის თვითნებურად გაღების გამო უკან დაიბრუნა.

კომპანიამ ხარვეზების გამომწვევი მიზეზები უკვე აღმოაჩინა და ასეულობით ათასი ავტომობილი სისტემური განახლებისათვის უკვე მზადაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები