მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Ferrari-ის დირექტორმა Tesla Roadster-ის პრეზენტაცია 10 ქულით შეაფასა

roadster

იტალიური საავტომობილო ბრენდის, Ferrari-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბენედეტო ვინიამ Tesla-ს ახალი სპორტული მოდელის, Roadster-ის პრეზენტაცია ტექნოლოგიური და ვიზუალური კუთხით 10-დან 10, უმაღლესი ქულით შეაფასა.

"ეს პრეზენტაცია ნათლად აჩვენებს, რომ საავტომობილო სამყაროში ჯერ კიდევ ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია და ოცნება აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ", - თქვა ბენედეტო ვინიამ.

ამასთან, იტალიური კომპანიის დირექტორმა ამერიკულ მხარეს მადლობა საჯაროდ გადაუხადა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთ ტრადიციულ ინდუსტრიაში ასეთი თამამი სიახლეების დანერგვა დასაფასებელია.

შეგახსენებთ, რომ Tesla-ს ახალი კონცეპტუალური ავტომობილი "დაფრინავს", ცივი გაზის რეაქტიული ძრავებით არის აღჭურვილი და 0-დან 100 კმ/სთ-მდე 0.55 წამში ჩქარდება, რაც ახალი საავტომობილო რეკორდია და სამეცნიერო ფანტასტიკის ზღვარზეა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები