მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ-ის შესაძლო ინტერვენციის შიშით კუბამ სამოქალაქო პირების შეიარაღება დაიწყო

კუბას შეიარაღება

კუბის ხელისუფლებამ სამოქალაქო პირებისთვის იარაღის დარიგება და სამხედრო მზადყოფნის გაძლიერებისთვის სპეციალური წვრთნები დაიწყო.

არსებული ინფორმაციით, ქვეყნის მთავრობამ დაამტკიცა საგანგებო თავდაცვის გეგმა, რომელიც სამოქალაქო თავდაცვის ქვედანაყოფების მობილიზებას გულისხმობს.

ოფიციალური ჰავანას განცხადებით, ეს ნაბიჯი მიზნად უცხოური აგრესიის პირობებში ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ისახავს.

აღსანიშნავია, რომ ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებამ შტატებთან არსებული დაძაბული ურთიერთობების ფონზე მიიღო. როგორც ცნობილია, ბოლო თვეების განმავლობაში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მკვეთრად გაააქტიურა ზეწოლა ოფიციალურ ჰავანაზე, გამოაცხადა ბლოკა და ქვეყნის ყოფილი ლიდერის, რაულ კასტროს წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნაც კი დაიწყო. კარაბის ზღვის კუნძულზე მოელიან, რომ თეთრი სახლი ვენესუელურ სცენარს განავითარებს და ხელისუფლების ცვლილებას ძალადობრივი გზით ცდის.

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ კუბას მთავრობის მიერ მიღებული ეს ზომები ძირითადად შემაკავებელ სიგნალს ატარებს და ის შტატების სამხედრო ძალისთვის წინააღმდეგობის გაწევას ვერ უზრუნველყოფს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები