მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აი, ამიტომ წავაგეთ არჩევნები" - ჯეი დი ვენსმა X-ზე აღიარებითი პოსტი გამოაქვეყნა

ომი უკრაინაში

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის მძიმე მარცხთან დაკავშირებით პოსტი გამოაქვეყნა, სათაურით "აი, ამიტომ წავაგეთ არჩევნები".

მას განცხადებაში აღნიშნა, რომ მარცხი, უპირველესად, ირანთან მიმდინარე კონფლიქტმა განაპირობა. პოსტში მან აღნიშნა, რომ წარუმატებლობის მიზეზი სწორედ ეს ომია და რომ გასულ ღამეს ამის შესახებ თავად პრეზიდენტმაც ისაუბრა.

ვიცე-პრეზიდენტმა განმარტა, რომ მარცხის რეალური ფაქტორი ყველასთვის ნათელია, სამომავლო ნაბიჯებზე ნებისმიერი გულწრფელი მსჯელობა კი სწორედ ამ მოცემულობიდან უნდა დაიწყოს.

ვენსმა ის ოთხი ნაბიჯიც ჩამოთვალა, რომლებიც პარტიას უმრავლესობის შესანარჩუნებლად კენჭისყრამდე უნდა გადაედგა. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ ტრამპის ადმინისტრაციას უნდა დაესრულებინა ომი, მოეგვარებინა ინფლაციისა და სამომხმარებლო ფასების პრობლემები, სრულად გაეტარებინა პრინციპი - "ამერიკა უპირველეს ყოვლისა" და გადაეხედა ისრაელთან ურთიერთობა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჯეი დი ვენსი ირანის წინააღმდეგ სამხედრო კონფლიქტის დაწყებას სკეპტიკურად თავიდანვე უყურებდა და შიშობდა, რომ ვაშინგტონს ხანგრძლივი დაპირისპირებიდან გამოსვლა გაუჭირდებოდა. ომში ჩართვის შემდეგ ვიცე-პრეზიდენტი ერთ-ერთ წამყვან მომლაპარაკებლად იქცა, თუმცა კონფლიქტის დასრულებაში მან გადამწყვეტი როლის შეტანა ვერ შეძლო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები