მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ირანთან ომის შეწყვეტის რეზოლუცია მიიღო

აშშ-ის კონგრესი

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ 220 ხმით 204-ის წინააღმდეგ მიიღო რეზოლუცია, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპისგან ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების შეწყვეტას მოითხოვს. აღსანიშნი ფაქტია, რომ მიღებულ დოკუმენტს სარეკომენდაციო ხასიათი აქვს და ის პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის იურიდიულად სავალდებულო არ არის. საკანონმდებლო ორგანოს ეს გადაწყვეტილება კი მხოლოდ თეთრი სახლის სამხედრო კურსის მიმართ კონგრესმენების პროტესტს ადასტურებს.

რაც შეეხება თავად თეთრი სახლის პოზიციას, ოფიციალურ ვაშინგტონს რეზოლუციასთან დაკავშირებით არაფერი უთქვამს, თუმცა გაირკვა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ირანის წინააღმდეგ წარმოებული კამპანიის ახალ ეტაპზე გადასვლას გემგავს. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა New York Post-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თეირანთან დაპირისპირება უახლოეს ორ თვეში სრულიად განსხვავებულ ფაზაში შევა. მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა უკვე წარმატებით დაასრულა პირველი ეტაპი, რომელიც მიზნად ირანის ბირთვული პროგრამისა და ჩვეულებრივი შეიარაღების განადგურებას ისახავდა.

თავის მხრივ, ომის შესაძლო დასრულების ვადებზე გასულ კვირას პირადად დონალდ ტრამპმაც ისაუბრა. ამერიკის პრეზიდენტის განმარტებით, სამხედრო მოქმედებები ნოემბრის შუალედური არჩევნების დასრულებისთანავე შეწყდება, თუმცა თეთრი სახლის ლიდერმა შეთანხმების უფრო ადრე მიღწევაც არ გამორიცხა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები