ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ შეერთებულ შტატებს სტრატეგიული ჰორმუზის სრუტის გახსნა და ბირთვული მოლაპარაკებების განახლება ოფიციალურად შესთავაზა.
არსებული ინფორმაციით, თეირანმა ვაშინგტონს ინიციატივა შუამავლების მეშვეობით გადასცა და პროცესის დაწყება საკუთარი პირობების დაკმაყოფილებას დაუკავშირა. არაღჩის განმარტებით, ირანული მოთხოვნები სრულად იმეორებს ისლამაბადის მემორანდუმის იმ პუნქტებს, რომელთაც აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა.
თავის მხრივ, ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ შვიდთვიანი კონფლიქტის დასრულების ერთადერთი გზა ის არის, რომ ვაშინგტონმა ამის მზაობა გამოხატოს.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ თეირანის დიპლომატიური ინიციატივა რეგიონში სამხედრო ესკალაციის მკვეთრი ზრდის ფონზე გაჟღერდა. იემენელმა ჰუსიტებმა საუდის არაბეთის მიმართულებით დღეს ათობით რაკეტა და დრონი გაუშვეს. თავად საუდის არაბეთის თავდაცვის ძალებმა ექვსი ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს და მექაში, ჯიდასა და იანბუში განგაში გამოაცხადეს.
შეტევების საპასუხოდ, საუდის არაბეთმა, თურქეთმა და პაკისტანმა ერთობლივი თავდაცვის ხელშეკრულების ფარგლებში გენერალური შტაბების ხელმძღვანელების გადაუდებელი შეხვედრა დააანონსეს. სამეფოს მთავარმა მუფთიმ კი სამხედროებს მტრის სრულ განადგურებამდე თავდადებული ბრძოლისკენ მოუწოდა.
























