მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა უკრაინის დასახმარებლად ახალი ჯგუფის შექმნის შესახებ განაცხადა

6268eaa415ab6
მარიამ ვარადაშვილი
27.04.22 11:03
854
აშშ-ს თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა უკრაინის დახმარების ჯგუფის ფორმირების შესახებ განაცხადა. ჯგუფს აშშ გაუძღვება და მასში 40-ზე მეტი ქვეყნის თავდაცვის მინისტრები და სამხედრო თანამდებობის პირები ჩაერთვებიან.

ოსტინის თქმით, რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომზე სწრაფად რეაგირების მიზნით, ამ ფორმატში თვეში ერთხელ ვირტუალურად ან პირადად შეიკრიბებიან.

ამის თაობაზე აშშ-ის თავდაცვის მდივანმა გერმანიაში 40-ზე მეტი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა და დასძინა, რომ ახალი ჯგუფის მეშვეობით დახმარების კოორდინირება მოხდება.

გერმანიაში გამართულ შეხვედრაში 40-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა - NATO-სა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, მათ შორის ისრაელი, მაროკო, კატარი და სხვა. გერმანიაში ჩასვლამდე ოსტინი სახელმწიფო მდივანთან ერთად კიევში იმყოფებოდა, სადაც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართა შეხვედრა. შეხვედრის შესახებ მხოლოდ მეორე დღეს გახდა ოფიციალურად ცნობილი, მაშინ როცა აშშ-ის მაღალჩინოსნები უკვე პოლონეთში იმყოფებოდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები