მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის თავდაცვის მდივანი Anthropic-ს ულტიმატუმს უყენებს

პიტ ჰეგსეტი

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა Anthropic-ის აღმასრულებელ დირექტორ დარიო ამოდეის პარასკევამდე მისცა ვადა, რათა პენტაგონს ხელოვნური ინტელექტის მოდელზე შეუზღუდავი წვდომა მიანიჭოს.

წინააღმდეგ შემთხვევაში, სამხედრო უწყება კომპანიას "მიწოდების ჯაჭვის საფრთხედ" გამოაცხადებს და მიმდინარე $200 მილიონიან კონტრაქტს გაუჩერებს ან თავდაცვის წარმოების აქტს აამოქმედებს, რაც Anthropic-ს საკუთარი სისტემის არმიის საჭიროებებზე მორგებას აიძულებს.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად Claude ერთადერთი მოდელია, რომელსაც სამხედროები სერიოზული ოპერაციებისთვის აქტიურად მიმართავენ. არსებული ინფორმაციით, Palantir-ის გავლით ის ვენესუელაში მადუროს წინააღმდეგ ჩატარებული რეიდის დროსაც იქნა გამოყენებული.

თავის მხრივ, Anthropic უარს ამბობს უსაფრთხოების იმ პროტოკოლების გაუქმებაზე, რომლებიც მოდელის გამოყენებას ამერიკელების მასობრივი თვალთვალისთვის კრძალავს. დარიო ამოდეის სტარტაპი ასევე მიუღებლად მიიჩნევს Claude-ის ისეთი იარაღის შექმნისთვის მოხმარებას, რომელიც შემდგომში ადამიანი პირდაპირი ჩართულობის გარეშე იმუშავებს. საუბარია სამხედრო რობოტებზე თუ მსგავს მოწყობილობებზე. მიუხედავად პენტაგონთან გამართული რთული მოლაპარაკებებისა, Anthropic-ის დამფუძნებელი უარყოფს ინფორმაციას, თითქოს კომპანიამ Palantir-თან ვენესუელის ოპერაციაში Claude-ის ჩართულობა გააპროტესტა.

აქვე უნდა ითქვას, რომ Anthropic-თან კონტრაქტის გაწყვეტა მოგებულ მდგომარეობაში არც პენტაგონს დატოვებს, რადგან ის, როგორც აღინიშნა, საკმაოდ სერიოზულადაა დამოკიდებული Claude-ის მოდელებზე. არსებული ინფორმაციით, ამოდეის სტარტაპისთვის ულტიმატუმის დაყენების პარალელურად, პიტ ჰეგსეტმა ალტერნატიული სანდო AI კომპანიების მოძიებისა და მათთან თანამშრომლობის განხილვის ბრძანებაც გასცა. როგორც ირკვევა, ილონ მასკის xAI-მ უკვე გააფორმა შეთანხმება კლასიფიცირებულ სისტემებში თავისი მოდელის, Grok-ის ინტეგრირებაზე, პარალელურად კი ვაშინგტონი მოლაპარაკებებს აჩქარებს Google-სა და OpenAI-სთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები