მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ-ის წამყვანი ტექნოლოგიური გიგანტები ჩინური ხელოვნური ინტელექტის კომპანიების წინააღმდეგ გაერთიანდნენ

DeepSeek
სტატიაში საუბარია:

კომპანიები OpenAI-ი, Anthropic-ი და Google-ი ჩინელი კონკურენტების წინააღმდეგ ერთობლივ მუშაობას იწყებენ, რაც ამერიკული ხელოვნური ინტელექტის მოდელებიდან მონაცემების უნებართვო მოპოვების აღკვეთას ისახავს მიზნად.

ინფორმაციის გაცვლა Frontier Model Forum-ის მეშვეობით ხდება, რომელიც აღნიშნულმა ფირმებმა Microsoft-თან ერთად 2023 წელს დააფუძნეს. კოლაბორაციის მთავარი ამოცანა ე.წ. „მტრული დისტილაციის“ მცდელობების იდენტიფიცირებაა.

განმარტებისთვის, ეს ნიშნავს ხელში ჩაგდებული მძლავრი ხელოვნური ინტელექტის მონაცემების გამოყენებას გაცილებით მცირე ზომის, თუმცა არანაკლებ ეფექტური სტარტაპების შესაქმნელად. ცნობისთვის, მსგავსი ფაქტები აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხედ აქვს გამოცხადებული.

OpenAI-ის ინფორმაციით, ჩინური DeepSeek-ი სწორედ “დისტილაციის” მეთოდით ცდილობს ამერიკული ლაბორატორიების მიერ შექმნილი შესაძლებლობებით სარგებლობას, რაც კვლევებსა და ინფრასტრუქტურაში დაბანდებულ მილიარდობით დოლარს საფრთხეს უქმნის. ამერიკელი ოფიციალური პირების შეფასებით, მონაცემთა უნებართვო ექსპლუატაციის გამო სილიკონის ველის ლაბორატორიები ყოველწლიურად მილიარდობით დოლარის ზარალს იღებენ. იმის ნაცვლად, რომ მათ AI-ში ინვესტირებული თანხის ამოღება შეძლონ, ჩინური იაფფასიანი და ალტერნატიული მოდელები მომხმარებლებს თითქმის იდენტურ სერვისს სთავაზობენ, რითაც ამერიკული კომპანიების გაყიდვებს მნიშვნელობას უკარგავენ.

ამ მხრივ განსაკუთრებულ ყურადღებას ტეგ-გიგანტები, “DeepSeek-ის ეფექტზე” ამახვილებენ. შეგახსენებთ, 2025 წლის დასაწყისში ჩინური სტარტაპის მიერ წარდგენილმა R1 მოდელმა ტექნოლოგიურ სექტორში დიდი რეზონანსი გამოიწვია. მაშინ ინვესტორებს გაუჩნდათ განცდა, რომ AI-ს განვითარება გაცილებით იაფად და ხარისხიანად იყო შესაძლებელი. სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყეს Microsoft-მა და OpenAI-მა მოკვლევა, ხომ არ მოხდა ჩინური სტარტაპის მიერ ამერიკული სისტემებიდან დიდი მოცულობის მონაცემების არასათანადო გზით მოპოვება.

აღსანიშნავია, რომ ტექ-გიგანტებს შორის მონაცემთა გაზიარების პროცესს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაც უჭერს მხარს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები