აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფას. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული დახმარება 60,8 მილიარდი დოლარის ოდენობით იქნება.
კანონპროექტს მხარი წარმომადგენელთა პალატის 311 წევრმა დაუჭრა, 112 წინააღმდეგი იყო.
პროცედურულად კანონპროექტი ახლა სენატმა უნდა მიიღოს, რის შემდეგადაც მას ხელი შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უნდა მოაწეროს.
რაც შეეხება ვადებს, აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ საბრძოლო მასალის ნაწილი უკრაინას, შესაძლოა, ერთი კვირის ვადაში მიეწოდოს.
თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა, რომ დახმარება უკრაინას დამტკიცებისთანავე გადაეცემა.