მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის ვალის მოცულობამ რეკორდულ $33 ტრილიონს მიაღწია

აშშ

ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ვალის მოცულობამ ახალ რეკორდულ ნიშნულს, 33 ტრილიონ დოლარს მიაღწია, რაც კაცობრიობის ისტორიაში დაფიქსირებული უმაღლესი მაჩვენებელია.

შედარებისთვის, დაახლოებით 50 წლის წინ, ფედერალური ვალის მოცულობა $1 ტრილიონის ფარგლებში იყო, თუმცა მას შემდეგ ვითარება დრამატულად შეიცვალა.

ვალის მოცულობამ უკვე ფაქტობრივად მიაღწია ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ზომას, თუმცა 2053 წლამდე პროგნოზირებულია, რომ ვალის მოცულობა ეკონომიკის 180%-ს მიაღწევს.

რაც შეეხება თავად ამ ვალის მომსახურებას, საპროცენტო სარგებლის სახით ამერიკის მთავრობა ყოველწლიურად დაახლოებით 500 მილიარდ დოლარს იხდის. 2032 წლისთვის ეს მაჩვენებელი $1.5 ტრილიონს მიაღწევს, ხოლო 2053 წლისთვის მთავრობას ვალდებულებების მომსახურებაზე $5.5 ტრილიონის დახარჯვა მოუწევს, რაც იაზე მეტი თანხა იქნება, რასაც ქვეყანა ჯანდაცვის სისტემაზე ხარჯავს.

ამერიკის მთავრობას ვალი აქვს როგორც სხვა ქვეყნების, კომპანიების და უცხოელი ინვესტორების, ასევე თავად ამერიკელი მოსახლეობის მიმართ. ამ თანხას კი მთავრობა ახალი პროექტების განსახორციელებლად და ბიუჯეტის შესავსებად იყენებს. მარტივად რომ ვთქვათ, ახლა მთავრობა ხარჯავს იმ ფულს, რომელიც მომავალში თავად ქვეყნის მოქალაქეებმა უნდა გაისტუმრონ გადასახადებით. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები