მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს მხარდამჭერი აქტი დაამტკიცა - საგარეო

624d900f0f7a3
მარიამ იზორია
06.04.22 17:03
794
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს მხარდამჭერი აქტი დაამტკიცა. კანონპროექტმა სრული ორპარტიული მხარდაჭერა მიიღო. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს. 

მათი ინფორმაციით, აღნიშნული დოკუმენტის კანონად ქცევისთვის შემდეგი ეტაპი კანონპროექტის წარმომადგენელთა პალატის პლენარულ სესიაზე დამტკიცებაა, ამის შემდგომ კი კანონპროექტი აშშ-ის სენატს შემდგომი დამტკიცების მიზნით გადაეგზავნება.

როგორც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ გრეგორი მიქსმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, კანონპროექტი აშშ-ს მხარდაჭერას როგორც უსაფრთხოების, ასევე დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების კუთხით უზრუნველყოფს.

„დღეს როდესაც საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და როდესაც რუსეთი ახორციელებს შეჭრას უკრაინაში, ეს გახლავთ ერთგვარი გამომაფხიზლებელი შეხსენება, რომ ქვეყნებს, როგორებიც გახლავთ უკრაინა, საქართველო და მოლდოვა სჭირდებათ ერთად დგომა და ჩვენი განსაკუთრებული გვერდში მხარდაჭერა” - განაცხადა გრეგორი მიქსმა.

სიტყვით გამოვიდა კონგრესმენი ადამ კინზინგერიც, რომელმაც საქართველოს წინაშე არსებულ საფრთხეებზე ისაუბრა. როგორც კინზიგერმა აღნიშნა, აქტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისადმი, რაც უსაფრთხოების მიმართულებით მზარდ მხარდაჭერაში გამოიხატება.

“ახლა, როდესაც პუტინის წამგებიანი კამპანია ჯერ კიდევ გრძელდება უკრაინაში, მე ვშიშობ, არის საფრთხე, რომ ის მოტრიალდეს აღმოსავლეთით, რათა სახე შეინარჩუნოს. აღნიშნული კანონპროექტი ორჯერ იქნა დამტკიცებული წარმომადგენელთა პალატაში და მას გააჩნდა მტკიცე და საკმაოდ დიდი ორპარტიული მხარდაჭერა”- ამბობს კინზინგერი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები