აშშ-ს დღეს უამრავი კომპანია თუ ბრენდი გვახსენებს და მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული - "ვოლმარტია". ეს კომპანია, დღეს არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ მთელ მსოფლიოში საცალო ვაჭრობის ყველაზე დიდი ქსელია.
სემ უოლტონის მიერ 1962 წელს დაარსებული კომპანია ყოველწლიურად 35%-იან ზრდას აღწევს, ხოლო საშუალო მოგება საათში დაახლოებით 1,8 მილიონ დოლარად არის შეფასებული. "ვოლმარტი" დღეს მსოფლიოს გარშემო 10500-ზე მეტ მაღაზიას ფლობს. კომპანიის გაყიდვების 83%-ი შეერთებულ შტატებზე მოდის, დარჩენილი 17% კი, სხვა ქვეყნებზე ნაწილდება. ჯამურად, "ვოლმარტის" წლიური შემოსავალი 600 მილიარდ დოლარს აღემატება, საიდანაც 500 მილიარდი დოლარი შიდა ბაზრიდან მოდის. "ვოლმარტი" არა მხოლოდ საცალო ვაჭრობის ქსელებს შორის ლიდერობს, არამედ ის პლანეტის უმსხვილესი დამსაქმებელიც არის, რომელიც 2,1 მილიონ თანამშრომელს აერთიანებს.
შტატების მეორე უმსხვილესი საცალო სავაჭრო ქსელი, 1.5 ტრილიონი დოლარის საბაზრო კაპიტალიზაციის მქონე, მსოფლიოში მეხუთე უმდიდრესი კომპანია "ამაზონია". შიდა, ანუ ამერიკულ ბაზარზე ამაზონის გაყიდვების 68%-ი მოდის, საიდანაც მიღებული შემოსავალი 233 მილიარდ დოლარს შეადგენს.
"ამაზონს "კოსტკო" მოსდევს, რომელიც შეერთებული შტატების მესამე ყველაზე მსხვილი საცალო ვაჭრობის ქსელია. ქვეყანაში არსებული 591 მაღაზიიდან გასულ წელს "კოსტკომ" 163 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო. შტატებში კოსტკოს გაყიდვები 75%-ს შეადგენს, დარჩენილი წილი კი 13 ქვეყანაში მდებარე 268 ფილიალზე ნაწილდება.
აშშ-ის საცალო ვაჭრობის უმსხვილეს ქსელებს შორის მეოთხე პოზიციაზე kroger-ი ხვდება, რომელიც სუპერმარკეტების სხვადასხვა ქსელს, მათ შორის, Fred Meyer-ს, Food 4 Less-სა და Fry's-ს აერთიანებს. ზემოთ ჩამოთვლილი ქსელებისგან განსხვავებით Kroger-ი მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე პოზიციონირებს და 148 მილიარდი დოლარის შემოსავალიც მხოლოდ მშობლიური აშშ-იდან აქვს.
უმსხვილესი რიტეილერების ხუთეულს სამშენებლო და სარემონტო მასალების რეალიზატორი კომპანია The home depot-ი ასრულებს. კომპანიის გაყიდვების 91%-იანი წილი შტატებზე მოდის, საიდანაც მიღებული შემოსავალი 146 მილიარდ დოლარს უტოლდება. რაც შეეხება საერთაშორისო ბაზარს, იქ კომპანიის გაყიდვების საკმაოდ მცირეა და მხოლოდ 9%-ს შეადგენს.
აშშ-ის სხვა უმსხვილესი სავაჭრო ქსელების მიერ შიდა ბაზრიდან მიღებული შემოსავალი ასე გამოიყურება: Target - $108 მილიარდი; СVS Health Corporation - $107 მილიარდი; woolgreens boots alliance - $104 მილიარდი; Lowe's companies - $89 მილიარდი; Albertsons companies - $76 მილიარდი.