მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ კორონავირუსის საწინააღმდეგო აბების წარმოებაზე $3.2 მილიარდს დახარჯავს - ფაუჩი

60ccab6c67a90
ნათია თაქთაქიშვილი
18.06.21 19:04
707
აშშ კორონავირუსის საწინააღმდეგო აბების წარმოებაზე და განვითარებაზე $3.2 მილიარდს დახარჯავს. ამის შესახებ ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.

აშშ-ს წამყვანი ინფექციონისტი, ექიმი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ დაფინანსება „ანტივირუსული პროექტის“ ფარგლებში გამოიყოფა და პანდემიასთან საბრძოლველი აბების შექმნას მოხმარდება.

კორონავირუსის საწინააღმდეგო აბები გამოყენებული იქნება ვირუსით გამოწვეული სიმპტომების შესამცირებლად. აბები ამჟამად კლინიკური ტესტირების ეტაპებს გადის და სავარაუდოდ, გამოყენებაში მიმდინარე წლის ბოლოდან ჩაეშვება.

ფაუჩის თქმით, აღნიშნული ფინანსური რესურსი დააჩქარებს „ტაბლეტების ტესტირების პროცესს და ასევე მეცნიერები იმუშავებენ სხვა ვირუსების საწინააღმდეგო აბების შექმნაზეც“.

„ამ ეტაპზე, ჩვენ არ გვაქვს ისეთი მედიკამენტები, რომლებიც კორონავირუსის გარდა სხვა ვირუსებსაც შეებრძოლებიან, ამიტომ მეცნიერებს ექნებათ საშუალება სხვა პრეპარატების შექმნაზეც იმუშაონ“,- განაცხადა ექიმმა ფაუჩიმ.

ამასთან ენტონი ფაუჩი აღნიშნავს, რომ ამჟამად ვაქცინა და ვაქცინაცია პანდემიასთან ბრძოლის ერთადერთი უალტერნატივო საშუალებაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები