მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ კორონავირუსთან საბრძოლველად 2 ტრილიონ დოლარს დახარჯავს

5e7b0a2cc7e3e
ნათია თაქთაქიშვილი
25.03.20 11:35
826
თეთრმა სახლმა და სენატმა შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვით ამერიკა 2 ტრილიონ აშშ დოლარს დახარჯავს კორონავირუსის ეკონომიკაზე ნეგატიური გავლენის შესამცირებლად. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

„რამდენიმედღიანი ინტენსიური დისკუსიის შემდეგ ჩვენს შორის ორმხირივი შეთანხმება შედგა ისტორიული დახმარების პაკეტის შესახებ პანდემიის პირობებში. ძალიან ამაღელვებელია ჩემთვის, რომ საბოლოოდ ჩვენ ქვეყანას მივცემთ იმას, რასაც დიდი ხანია ჩვენგან ელოდნენ“, - განაცხადა სენატში უმრავლესობის ლიდერმა მიტჩ მაკკონელმა.

დახმარების პაკეტი უპრეცედენტოა ზომისა და არეალის მიხედვით და მიზნად ისახავს ქვეყნის ეკონომიკის დახმარებას, რომლის ფარგლებშიც შეიქმნება $367 მილიარდიანი სასესხო პროგრამა მცირე ბიზნესებისთვის და $500 მილიარდიანი ფონდი ინდუსტრიებისთვის, ქალაქებისა და შტატებისთვის. ასევე თანხის ნაწილი მოხმარდება უმუშევრობის დაზღვევას, $130 მილიარდი საავადმყოფოებს, ხოლო $150 მილიარდი შტატებისა და ადგილობრივი სტიმულირების ფონდებს მოიცავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები