მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ კორონავირუსთან საბრძოლველად $3 ტრილიონის გამოყოფას აპირებს

5eb15815ed363
ნათია თაქთაქიშვილი
05.05.20 17:00
801
2020 წლის მეორე ნახევრისთვის აშშ კორონავირუსთან საბრძოლველად 3 ტრილიონი დოლარის ფინანსური რესურსის გამოყოფას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, აღნიშნული ფულადი რესურსი ქვეყნის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელი იქნება და ის 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს გამოყოფილ თანხას თითქმის 5-ჯერ აჭარბებს.

როგორც ცნობილია, აღნიშნული თანხა ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატის შექმნას და მოსახლეობისთვის დახმარების გამოყოფას მოხმარდება.

აღსანიშნავია, რომ ამ ინიციატივას „რესპუბლიკური პარტიის“ ზოგიერთი წევრი არ ეთანხმება. მათი თქმით, ამ ოდენობის თანხის გამოყოფით ქვეყნის შიდა ვალი კიდევ უფრო გაიზრდება, რაც აშშ-ის ეკონომიკაზე ნეგატიურად აისახება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები