აშშ-ის სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ (FDA) 12-დან 15 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის "ფაიზერის" ბუსტერ დოზის გაკეთების ნებართვა გასცა.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ამ ასაკობრივი კატეგორიისთვის გამაძლიერებელი დოზის გაკეთება სრული ვაქცინაციიდან 5 თვის შემდეგ არის შესაძლებელი, ნაცვლად აქამდე არსებული 6 თვისა.
გარდა ამისა, აშშ-ის სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ COVID-19-ის ვაქცინის მესამე დოზის გაკეთება სუსტი იმუნიტეტის მქონე, 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებისთვისაც დაუშვა.
"FDA-ს მიერ მონაცემების შეფასების საფუძველზე, ამჟამად ავტორიზებული ვაქცინების "ბუსტერ" დოზა უზრუნვეყოფს უკეთეს დაცვას როგორც "დელტას", ასევე "ომიკრონის" ვარიანტებისგან", - განაცხადა FDA-ს ბიოლოგიური შეფასებისა და კვლევის ცენტრის დირექტორმა პიტერ მარკმა.
FDA-ს ერთ–ერთი პროფესორი ჯანეტ ვუდკოკი კი აღნიშნავს, რომ "ომიკრონის" ვარიანტის გავრცელების საპასუხოდ, მნიშვნელოვანია ისეთი პრევენციული ზომების გატარება, როგორიცაა ვაქცინაცია, ნიღბების ტარება და სოციალური დისტანცია.