მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ილონ მასკის Neuralink-მა ტვინის იმპლანტის საბოლოო კვლევისთვის FDA-ს ნებართვა მიიღო

Neuralink Musk

ილონ მასკის ნეიროტექნოლოგიურმა კომპანია Neuralink-მა ტვინის იმპლანტის საბოლოო, გადამწყვეტი კლინიკური კვლევის დასაწყებად FDA-ს ნებართვა მიიღო.

კომპანიის განცხადებით, კვლევა LINK-ი აშშ-ში ტვინში ჩასანერგი კომპიუტერული ინტერფეისის პირველი გადამწყვეტი გამოცდა იქნება. პროგრამაში მონაწილეთა მიღება უკვე დაიწყო და მასში ჩართვა ამიოტროფული გვერდითი სკლეროზით გამოწვეული მძიმე დამბლის მქონე ადამიანებს შეეძლებათ.

რაც შეეხება კვლევის მიზნებს, სპეციალისტები შეაფასებენ, შეძლებენ თუ არა მონაწილეები იმპლანტის დახმარებით ციფრული მოწყობილობების ფიქრით მართვასა და ყოველდღიური დავალებების უფრო დამოუკიდებლად შესრულებას. ამას გარდა, მკვლევარები სისტემის გრძელვადიან უსაფრთხოებასა და საიმედოობას რამდენიმე კლინიკურ ცენტრში დააკვირდებიან.

აღსანიშნავია, რომ ახალი გადამწყვეტი კვლევა აშშ-ში, კანადასა და გაერთიანებულ სამეფოში ჩატარებულ ადრეულ საცდელ პროგრამებს ეფუძნება.

ცნობისთვის, 2024 წლის მარტში Neuralink-მა პირდაპირ ეთერში აჩვენა ვიდეო, სადაც კომპანიის პირველი იმპლანტის მფლობელი ნოლანდ არბო მოწყობილობის საშუალებით ონლაინ ჭადრაკს თამაშობდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები