ილონ მასკმა საჯაროდ გამოაცხადა, რომ აშშ-ის მოქალაქე თითოეული ბავშვი მისგან საჩუქრად SpaceX-ის ორ აქციას მიიღებს, რაც მიმდინარე ფასებით დაახლოებით $19 მილიარდის კონტრიბუცია იქნება.
როგორც მასკი განმარტავს, თითო ბავშვზე ერთ აქციას თავად კომპანია გასცემს, მეორეს კი - თავად ის. ქვეყანაში 18 წლამდე ასაკის დაახლოებით 73 მილიონი ბავშვია რეგისტრირებული და შესაბამისად, ეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ქველმოქმედება იქნება.
SpaceX-ის აქციების გადაცემა მომავალ თვეს დაიწყება და აქტიურ Trump Account-ზე გადაირიცხება, მასკის პირადი აქციები კი - 2027 წლის ივნისში, მისი ბლოკირების პერიოდის ამოწურვის შემდეგ.
ცნობისთვის, Trump Account-ები 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის შექმნილი საინვესტიციო პროგრამის ანგარიშებია. ამ ანგარიშებზე კონტრიბუცია როგორც ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, ისე კომპანიების ხელმძღვანელებს, ქველმოქმედებს და სამთავრობო უწყებებს შეუძლიათ.
























