მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ილონ მასკის კომპანიამ მისისიპიში სახლების გამოსყიდვა დაიწყო

ილონ მასკი

ილონ მასკის კომპანია xAI მისისიპის შტატში, მონაცემთა ცენტრის სიახლოვეს მდებარე 418 სახლის შესყიდვას გეგმავს. არსებული ინფორმაციით, კომპანიის იურისტები მოსახლეობას ქონების საბაზრო ფასად გამოსყიდვას სთავაზობენ, თუმცა ეს წინადადება ძალაში მხოლოდ იმ შემთხვევაში შევა, თუ მფლობელები SpaceX-ის მონაცემთა ცენტრის ტურბინების ხმაურთან დაკავშირებულ სარჩელში მონაწილეობაზე უარს იტყვიან.

საქმე ისაა, რომ ეს გარიგება მოსახლეობას ფედერალურ დონეზე სარჩელის შეტანას უკრძალავს.

ილონ მასკის კომპანიას ამ ინიციატივის დაწყება იმიტომ მოუწია, რომ მისისიპის მოქალაქეებმა SpaceX-ის მონაცემთა ცენტრების წინააღმდეგ სასამართლოში დავა დაიწყეს - ისინი ხმაურს, გარემოს დაზიანებას და ელექტროენერგიის გაძვირებას აპროტესტებენ და მორალური, ფიზიკური და ფინანსური ზიანის ანაზღაურებას მოითხოვენ.

რაც შეეხება ინიციატივის ფინანსურ დეტალებს, 418 სახლის გამოსყიდვა დაახლოებით $75.24 მილიონი დაჯდება, რაც თითოეულ სახლზე საშუალოდ $180,000-ს შეადგენს. ეს თანხა SpaceX-ის 2026 წლის პირველი ნახევრის შემოსავლის 1%-ზე ნაკლებია, ხოლო ილონ მასკის პირადი ქონების - 0.008%.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები