მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ-მ და სომხეთმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტი გააფორმეს

აშშ სომხეთი

სომხეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტი გააფორმეს. Armenpress-ის თანახმად, დოკუმენტს ხელი ვაშინგტონში, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მოაწერეს.

ენტონი ბლინკენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დოკუმენტის ხელმოწერა მნიშვნელოვანი ეტაპია სომხეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობებში.

„ჩვენ ვქმნით აშშ-სომხეთის სტრატეგიული პარტნიორობის კომისიას. ეს გვაძლევს შესაძლებლობას გავაფართოვოთ თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში: ეკონომიკური საკითხები, უსაფრთხოება და თავდაცვა, დემოკრატია, მართლმსაჯულება…“, - განაცხადა ბლინკენმა.

თავის მხრივ, მირზოიანმა თქვა, რომ დოკუმენტი მოიცავს ბევრ სფეროს, მათ შორის ეკონომიკური და ენერგეტიკული კავშირების გაძლიერებას, კომუნიკაციებს, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის ხელშეწყობას, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარებას და ხალხთა შორის კონტაქტების გაფართოებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები