მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირმა და სომხეთმა უკანონო მიგრაციის აღკვეთის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს

არარატ მირზოიანი და ბაიბა ბრაჟე

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაიბა ბრაჟემ და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა რიგაში ევროკავშირსა და სომხეთს შორის უკანონო მიგრაციის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

როგორც ირკვევა, დოკუმენტი უნებართვოდ მცხოვრებ პირთა დაბრუნების პროცედურებს ადგენს და მიზნად ორი მხარის შესაბამის უწყებებს შორის უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის კუთხით თანამშრომლობას გაძლიერებას ისახავს.

შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირთან ერევნის დაახლოების პროცესს სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს. ბაიბა ბრაჟემ სომხეთის დემოკრატიული მდგრადობა, საპარლამენტო არჩევნების ჩატარების პროცესი და რუსეთის დესტაბილიზაციური ზეწოლისადმი წინააღმდეგობის უნარი დადებითად შეაფასა.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ახალი დოკუმენტის ხელმოწერის პარალელურად მინისტრებმა საინფორმაციო ტექნოლოგიების, ციფრული მმართველობისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებიც განიხილეს. მხარეებმა ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერების მზაობა გამოთქვეს და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის კავშირების გააქტიურებაზე გაამახვილეს ყურადღება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები