მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-მ რუსული ბანკი „უნისტრიმი“ დაასანქცირა - „ეხო კავკაზა“

64ba6fb63d663
ვიქტორია მღებრიშვილი
21.07.23 15:53
840
რუსული ბანკი „უნისტრიმი“, რომელიც ამავე დასახელების საგადახდო სისტემის ოპერატორია, აშშ-ის სანქციების ქვეშ მოხვდა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

მათი ცნობით, კომპანიაში აცხადებენ, რომ უკვე შეიმუშავეს „ინფრასტრუქტურული გადაწყვეტა“, რათა პარტნიორებთან მუშაობა შეფერხების გარეშე გააგრძელონ. გამოცემა წერს, რომ სისტემას აქტიურად გამოიყენება საქართველოში ფულადი გზავნილების გადასარიცხად.

„უნისტრიმი“ ქართული ბანკების „თიბისის“ და „საქართველოს ბანკის“ საგადახდო სისტემების ჩამონათვალში უკვე აღარ ჩანს. გამოცემა ბლოგერ ნიკოლაი ლევშინის ტელეგრამ-არხის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ „უნისტრიმთან“ მუშაობა ქართულმა ბანკებმა სრულად შეაჩერეს. მათივე ცნობით, 2022 წელს რუსეთიდან საქართველოში აღნიშნული სისტემით 111 მლნ დოლარი გადმოირიცხა.

ცნობისთვის, „უნისტრიმის“ გარდა აშშ-ის სანქციებში „ტინკოფ ბანკი“, „ლოკო ბანკი“ და „სოლიდარნოსტი“ მოექცა.

BM.GE-მ ქართული ბანკების გზავნილების ჩამონათვალი შეამოწმა. სისტემათა შორის Unistream-ი არ არის. 

bm.ge დაუკავშირდება ქართულ საფინანსო სექტორს და პასუხებს, თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს გადაწყვეტილებას ქართულ საფინანსო სექტორსა და მომხმარებელზე, მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები