მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აშშ-მა $13 მილიონის აღჭურვილობა გადმოგვცა... ეს გააუმჯობესებს ტვირთების სწრაფ კონტროლს, რაც დაზოგავს ბიზნესის დროსა და თანხებს"

სს
13.04.24 15:49
420

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ლევან კაკავამ ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს - რობინ დანიგანს თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში უმასპინძლა.

ღონისძიება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის (EXBS) მიერ, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტისთვის $13 მილიონის ღირებულების აღჭურვილობის გადაცემას მიეძღვნა.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, აღნიშნული აღჭურვილობა წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალებებისა და კონტეინერების რენტგენო ინსპექტირების მაღალტექნოლოგიურ სისტემას, რომელიც გამოიყენება საბაჟო კონტროლისას.

შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის ელჩს გაწეული დახმარებისათვის და აღნიშნა, რომ აღნიშნული აღჭურვილობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ტვირთების სწრაფ კონტროლს, რაც დაზოგავს ბიზნესის დროსა და თანხებს.

"მადლობა ქალბატონ ელჩს, შეერთებული შტატების მთავრობასა და ხალხს საბაჟო დეპარტამენტისთვის კონტროლის უახლესი სისტემის გადმოცემისთვის. ნება მიბოძეთ, აღნიშნული ფაქტი მივიღო, როგორც შემოსავლების სამსახურის სანქციების აღსრულების მხარდამჭერი სპეციალური ჯგუფის და საბაჟოს ადმინისტრაციის ერთიანი გუნდის გამართული მუშაობის დადასტურება. ეფექტური საქმიანობის შედეგად, დღეის მონაცემებით, საქართველოს საბაჟო საზღვრიდან/საბაჟო გაფორმებისას სანქცირებული საქონლის უკან გაბრუნების 1 877 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო სანქციების განმარტების მიზნით, ბიზნესსექტორთან 1 150 ზე მეტი წერილობითი და ზეპირი მიზნობრივი კომუნიკაცია შედგა.

დასასრულს, მსურს კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო ქალბატონ ელჩს, სახელმწიფო დეპარტამენტის ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამას მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობისთვის“,- განაცხადა ლევან კაკავამ.

"დღეის მონაცემებით, საბაჟო გაფორმებისას სანქცირებული საქონლის უკან გაბრუნების 1 877 შემთხვევა დაფიქსირდა" - ლევან კაკავა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები