მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-მა ბელარუსული Belavia დაასანქცირა

belavia

ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინამ გააფართოვა სანქციები ბელარუსის რეჟიმის წინააღმდეგ, რაც ქვეყანაში 2020 წლის არჩევნების გაყალბებას უკავშირდება. სანქციები შეეხო ბელარუსულ სახელმწიფო კომპანიებს, მათ შორის ქვეყნის ეროვნულ ავიახაზებს - Belavia-ს.

აღნიშნული გადაწყვეტილებით, ავიახაზები სანქცირებულ პირთა სიას შეემატება. 

BMG საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში არკვევს შეწყდება თუ არა ამ ავიაკომპანიის ფრენები საქართველოში, რომელიც თბილისი-მინსკის რეისებს ასრულებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები