აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა „ჰამასის“ წინააღმდეგ ახალი სანქციები შემოიღეს.
Reuters-ის ინფორმაციით, სანქციების მესამე რაუნდი დაჯგუფების მთავარ წევრებსა და მექანიზმებს ეხება, რომელთა მეშვეობითაც ირანი დახმარებას უწევს „ჰამასსა” და “პალესტინის ისლამურ ჯიჰადს”.
“დღევანდელი სანქციები კოორდინაციაშია დიდი ბრიტანეთის ქმედებებთან და მიმართულია საერთაშორისო ფინანსური სისტემის „ჰამასისა“ და მისი მიმდევრების მხრიდან ბოროტად გამოყენებისგან დაცვისკენ”, - აღნიშნულია აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.
სასანქციო სიაშია მათ შორის ჰამასის 4 ლიდერი, რომლებიც დახმარებას უწევდნენ ან „ჰამასისა” და “პალესტინის ისლამური ჯიჰადის” სახელით მოქმედებდნენ.