მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-მა ფინანსური სანქციები ალტ-ინფოს ლიდერებს კონსტანტინე მორგოშიას და ზურაბ მახარაძესაც დაუწესა

კონსტანტინე მორგოშია

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა შსს-ის სპეციალური დავალებების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი (ხარება) და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, ასევე პრო-რუსული პარტია ალტ-ინფოს ლიდერები, კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე დაასანქცირა. აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი მიუთითებს, რომ აღნიშნული პირები ჩართული იყვნენ მშვიდობიანი პროტესტის ჩახშობასა და ადამიანების უფლებების შელახვაში, რაც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობრივ ქმედებებს უკავშირდება. ალტ-ინფოს ლიდერებთან დაკავშირებით კი აშშ-ის ხაზინა წერს, რომ აღნიშნული პირები ჩართული იყვნენ 2021 და 2023 წლის ძალადობრივ შეკრებებში, რასაც მოქალაქეთა წინააღმდეგ ფიზიკური ძალის გამოყენება და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა მოჰყვა.

ამ პირების სანქცირება აშშ-მა გლობალური მაგნიტსკის აქტის შესაბამისად მოახდინა, ეს არის სრულმასშტაბიანი ფინანსური სანქცია, რაც აშშ-ში ამ პირების ყველა აქტივის გაყინვის წინაპირობას წარმოადგენს.

ეს აშშ-ის მიერ ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის სანქცირების შემდეგ წარმოადგენს ფინანსური სანქციების გამოყენების პირველ შემთხვევას წარმოადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები