მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"აშშ-მა გაგვისწრო" - ნათია თურნავა Doing Business-ში საქართველოს ჩამოქვეითებაზე

BM.GE
24.10.19 14:35
830
მსოფლიო ბანკის Doing Business-ის რეიტინგში საქართველო ერთი პოზიციით ჩამოქვეითდა და მე-6-დან მე-7 ადგილზე გადაინაცვლა. ანგარიშის თანახმად, ჩვენი ქვეყნის ქულა - 83.7-ია, რაც გასული წლის მონაცემს აღემატება (83.28). მსოფლიო ბანკის რეიტინგის სათავეში ახალი ზელანდიაა. მას მოსდევს სინგაპური და ჰონკონგი. მე7 პოზიციაზე გადანაცვლებული საქართველოს ადგილი კი, აშშ-მა დაიკავა. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრს ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებია, სხდომის შემდეგ კი ეკონომიკური ბლოკიდან ჟურნალისტებს მხოლოდ ეკონომიკის მინისტრმა უპასუხა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები