მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-მა გერმანიასა და საფრანგეთს დიზელის მარაგების გახსნა მოსთხოვა

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გერმანიასა და საფრანგეთს დიზელის საკუთარი საგანგებო მარაგების გახსნა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მოკავშირეებს საწვავის ექსპორტის შესაძლო აკრძალვით დაემუქრა.

არსებული ინფორმაციით, ოფიციალურმა ვაშინგტონმა მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში 120 მილიონი ბარელი დიზელის გამოთავისუფლება ცალკეულად ევროკავშირსაც მოსთხოვა, თუმცა ამ ინფორმაციას ჯერჯერობით წყაროზე დაყრდნობით მხოლოდ Reuters-ი ავრცელებს.

როგორც ირკვევა, მსგავსი მკაცრი ზომებით თეთრი სახლის მიზნად საერთაშორისო ბაზარზე ნავთობპროდუქტების გაზრდილი ფასების შემცირებას ისახავს.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპი ნოემბრის შუალედური არჩევნების მოახლოების ფონზე შიდა ბაზარზე ენერგორესურსების გაიაფებას ცდილობს და აქტიურად განიხილავს ექსპორტის შეზღუდვის შესაძლებლობასაც, რამაც ყველაზე მეტად სწორედ 50%-ით შტატებზე დამოკიდებულ ევროპას შეიძლება მიაყენოს დარტყმა.

ცნობისთვის, დღეს ენერგორესურსების კრიზისის არამარტო უკრაინის ომის ფონზე რუსული გადასამუშავებელი ინფრასტრუქტურის შეჩერება, არამედ აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწყებული ომიც განაპირობებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები