ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) ქართველი მოსამართლე გოჩა ლორთქიფანიძე და მონღოლი მოსამართლე ერდენებალსურენ დამდინი დაასანქცირა. განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ავრცელებს.
"ეს პირები უშუალოდ არიან ჩართულები ICC-ის მცდელობებში გამოეძიებინათ, დააპატიმრონ ან გაასამართლონ ისრაელის მოქალაქეები, ისრაელის თანხმობის გარეშე.
ICC აგრძელებს პოლიტიზებულ ქმედებებს ისრაელის წინააღმდეგ, რაც ყველა ერისთვის სახიფათო პრეცედენტს ქმნის. ჩვენ არ შევეგუებით ICC-ის მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას.
ჩვენი გზავნილი სასამართლოსთვის ნათელია: ამერიკის შეერთებული შტატები და ისრაელი არ არიან რომის სტატუტის ხელმომწერები, შესაბამისად, უარყოფენ ICC-ის იურისდიქციას", - ნათქვამია რუბიოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, გოჩა ლორთქიფანიძე 2020 - 2021 წლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანამდებობას იკავებდა.
2024 წლის აპრილში ის ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სააპელაციო პალატის პრეზიდენტად აირჩიეს.




























