მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-მა იემენელ ჰუსიტებზე სამხედრო იერიში მიიტანა

ჰუსრ

ამერიკის შეერთებული შტატების, გაერთიანებული სამეფოსა და მოკავშირე სახელმწიფოების სამხედრო ძალებმა იემენში, 16 ლოკაციაზე ჰუსიტების სამიზნეებზე იერიში მიიტანეს.

აშშ-ის საჰაერო ძალების წარმომადგენლობის განმარტებით, იერიში განხორციელდა 60-მდე ობიექტზე, მათ შორის: იარაღის საცავებზე, სამართავ პუნქტებზე, შტაბებზე, თავდაცვით სისტემებზე და რადარებზე.

როგორც მოკავშირეები აცხადებენ, სამხედრო ინტერვენციის მიზანი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფა და ტერორისტული დაჯგუფებების მხრიდან მომავალი საფრთხის შემცირებაა.

ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტური დაჯგუფების ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ წითელ ზღვაში სატვირთო გემების წინააღმდეგ თავდასხმები გაგრძელდება და აშშ-ის ქმედებას აუცილებლად მოჰყვება საპასუხო ზომები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები