ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ახალი შეზღუდვები დაუწესა ირანის იმ საზღვაო ქსელს, რომელიც, ვაშინგტონის მტკიცებით, თეირანს ნავთობის გაყიდვაზე მანამდე დაწესებული სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებოდა.
როგორც ირკვევა, ფინანსთა სამინისტროს მიერ მიღებული ეს ზომები ირანული ნავთობინდუსტრიის მაგნატის, მუჰამედ ჰოსეინ შამხანის ფინანსური ქსელის წინააღმდეგ ამოქმედდა. უწყების განმარტებით, ეს ქსელი იყო ირანული ნავთობის ექსპორტის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა, რომელმაც დროთა განმავლობაში სანქცირებული პროდუქციის გლობალურ ბაზრებზე გატანა დაიწყო.
ფინანსთა მინისტრ სკოტ ბესენტის განცხადებით, უწყება დაბლოკავს შახმანთან დაკავშირებულ იმ ფინანსურ ინფრასტრუქტურას, რომელიც ირანის რეჟიმს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნის შესაძლებლობას აძლევს.
ბესენტის განმარტებით, ახალი შეზღუდვების ფარგლებში გაიყინება შახმანისა და მასთან დაკავშირებული პირების აქტივები ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამასთან, ამერიკის მოქალაქეებს აღნიშნულ სუბიექტებთან ბიზნესსაქმიანობის აეკრძალებათ.
საყურადღებო ფაქტია, რომ ვაშინგტონმა შამხანის ქსელის წინააღმდეგ სანქციები გასულ წელსა და მიმდინარე წლის აპრილშიც აამოქმედა.
Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მიერ დღეისათვის სანქცირებულია 200-ზე მეტი ფიზიკური პირი, იურიდიული სუბიექტი და გემი, რომლებიც შამხანის დაქვემდებარებაში საქმიანობს.




























