ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის სამხედრო ობიექტებზე ახალი საჰაერო დარტყმები განახორციელა. არსებული ინფორმაციით, ოპერაცია მიზნად ჰორმუზის სრუტეში საერთაშორისო საზღვაო მიმოსვლის უსაფრთხოების დაცვას ისახავს.
სოციალურ ქსელ X-ში გავრცელებულ განცხადებაში აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ იერიშების დაწყება ოფიციალურად დაადასტურა. აღნიშნული უწყების განმარტებით, ვაშინგტონი თეირანს კომერციული გემების წინააღმდეგ განხორციელებული დაუსაბუთებელი აგრესიის გამო სრულ პასუხისმგებლობას აკისრებს და პასუხს მოსთხოვს. პენტაგონში აანონსებენ, რომ რეგიონში თავისუფალი საზღვაო ნავიგაციის უფლების დასაცავად აქტიური ნაბიჯების გადადგმას მომავალშიც გააგრძელებენ.
ცნობისთვის, ჰორმუზის სრუტე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული საზღვაო დერეფანია, რომელიც ბოლო თვეებია აშშ-სა და ირანს შორის დაპირისპირების ეპიცენტრშია მოქცეული და ნავთობის, გათხევადებული ბუნებრივი აირისა თუ სხვა ენერგეტიკული პროდუქციის გატარებას ვეღარ ახერხებს.




























