მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-მა მოკავშირეებთან ერთად უკრაინაში ომის დასრულების გეგმა განიხილა

მოლაპარაკებები

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენლებმა მაიამიში უკრაინელ და ევროპელ მაღალჩინოსნებთან შეხვედრა გამართეს.

ორდღიანი დიპლომატიური რაუნდი მიზნად ომის დასრულების ერთიანი წინადადების ჩამოყალიბებას ისახავდა.

ვაშინგტონის მხრიდან დისკუსიას სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი უძღვებოდნენ. კიევის დელეგაციის შემადგენლობაში კი კირილო ბუდანოვი, რუსტემ უმეროვი, სერგეი კისლიცა და დავით არახამია იყვნენ. აღსანიშნავია, რომ ამერიკელმა მომლაპარაკებლებმა შეხვედრაზე დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის უსაფრთხოების მრჩევლები, ასევე NATO-სა და EU-ს წარმომადგენლები მიიწვიეს.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ახალი წინადადებები, რომლებიც ამერიკულმა მხარემ მოსკოვსა და კიევში გამართული ვიზიტების დროს შეიმუშავა. AFP-ის ინფორმაციით, დღის წესრიგი უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს, ომის შემდგომი ეკონომიკური განვითარების გეგმასა და კონფლიქტის სხვა საკვანძო ასპექტებს მოიცავდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები