აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, ქვეყნიდან გააძევეს სამხრეთ აფრიკის ელჩი, რომელსაც, რუბიოს თქმით, "სძულს ამერიკა და პრეზიდენტი ტრამპი" - ამის შესახებ Reuters-ი წერს.
გამოცემის ცნობით, აშშ-სა და სამხრეთ აფრიკას შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ სამხრეთ აფრიკას დაფინანსება მოუხსნა.
"სამხრეთ აფრიკის ელჩი შეერთებულ შტატებში ჩვენს დიდებულ ქვეყანაში მიღებული აღარაა. მასთან სასაუბრო არაფერი გვაქვს და ვაცხადებთ პერსონა ნონ გრატად", - დაწერა მარკო რუბიომ X-ზე.
"ტვიტს" რუბიომ თან დაურთო სტატია, რომელშიც ელჩ იბრაჰიმ რაზოლის ციტატაა მოცემული. სამხრეთ აფრიკის ელჩმა განაცხადა, რომ "ტრამპი აშშ-ში თეთრკანიანთა უზენაესობის მოძრაობას მართავს".
სამხრეთ აფრიკული მხარე იმედს იტოვებს, რომ აშშ-სთან ურთიერთობის გამოსწორებას შეძლებენ. დიპლომატები აღნიშნავენ, რომ რაზოლი აშშ-დან პრო-პალესტინური ხედვის გამო გამოაძევეს, რადგან აშშ ისრაელის უახლოესი მოკავშირეა.